დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს “ლჯ და კომპანია” ორი უკრაინელი ბავშვი ხვალ დილით დატოვებს.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ჩვენთან ორი ბავშვი რჩებოდა. ერთი მათგანი იყო 7 თვის, ხოლო მეორე 1 წლის. დღეისათვის ისინი გამოჯანმრთელებულები არიან. ჩვენ შეგვეძლო დღესვე გაგვეწერა, თუმცა, ვთანამშრომლობთ სოციალურ სამსახურთან და გვარდება ორგანიზაციული საკითხები. შევთანხმდით, რომ ისინი კლინიკას ხვალ დილით დატოვებენ,”-განაცხადა ექიმმა თემურ ნადირაძემ.
ბავშვები სამედიცინო დაწესებულებაში კვებითი ინტოქსიკაციის გამო მოათავსეს. კლინიკაში 10 უკრაინელი ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე