ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან
სოფელ ბჟინევში მისასვლელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.
ფოტო: ხარაგაულის მერია