აღდგომის დღესასწაულზე ქუთაისში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.
მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, ირაკლი ცხვედიანი განმარტავს, რომ მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში მიკროავტობუსები 08:00 საათიდან 16:00 საათამდე მოემსახურება.
ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით ცენტრალური ბაღის წინ. ე.წ სვეტებიდან გავა.
წელს მოქალაქეებს ავტობუსების ნაცვლად მიკროავტობუსები მოემსახურება.
ტრანსპორტი გადაადგილდება მუნიციპალურ სასაფლაოებს შორისაც.