მეროიანების ხუთსულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ერთ-ერთია იმ 20 ოჯახს შორის,
რომლებიც გერმანელი ქველმოქმედებისგან ჰუმანიტარულ დახმარებას, თითქმის 10 წელია იღებენ. ქუთაისის ქართულ-გერმანული ცენტრის მეშვეობით, გერჰართ მიულერი ქალაქ ვადერნში, მისი მეგობრებისა და თანამოაზრეების დახმარებით სხვადასხვა საჭირო ნივთებს, სამედიცინო ინვენტარს, პროდუქტებს, ტანსაცმელსა და ფულს აგროვებს, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მიულერის ერთ-ერთი თანამოაზრე როლფ ბარბიანი, მეროიანების ოჯახს მეურვეობდა. ის მძიმე დაავადების შედეგად 2017 წელს გარდაიცვალა. ანდერძში, რომელიც ბარბიანმა შეადგინა დაწერა, რომ მეროიანების ოჯახს 10 ათას ევროს უტოვებს და მისი გადაცემა ნოტარიუსის თანხმობით გერჰარდ მიულერს დაავალა. მიულერმა ქართულ-გერმანულ ცენტრში მეროიანების ოჯახს, მათთვის მოულოდნელად, ანდერძის შესახებ დღეს აცნობა.
“ჩემი მეგობარი, როლფ ბარბიანი რამდენიმე წელი მძიმედ ავადმყოფობდა. 2017 წელს დამირეკა და მითხრა, რომ სურდა რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებიდა მეროიანების ოჯახისთვის. მიმიწვია სახლში და თავისი ძმისშვილის თანდასწრებით გამომიცხადა, რომ მეროიანების ოჯახს საკუთარი მემკვიდრეობიდან, მისი გარდაცვალების შემდგომ, 10 000 ევროს აძლევს”,-განაცხადა გერფარდ მიულერმა.
“ჯერ არ ვიცი ამ თანხას რისთვის გამოვიყენებ. ისეთი მოულოდნელი იყო, სიტყვებს ვერ ვპოულობ. მადლობას ვუხდი როლფ ბარბიანს, მის ოჯახს, გერჰარდ მიულერს და ქართულ-გერმანულ ცენტრს, ასეთი სიურპრიზი რომ გამიკეთეს”,-თქვა სვეტლანა მიროიანმა.