ქუთაისში სოციალური მუშაკების აქცია მეორე დღეა გრძელდება.
აქციის მონაწილეები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ და ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ლოკაციებზე გადაადგილების ხარჯების დაფარვა საკუთარი ხელფასიდან უწევთ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ჩანაცვლებას, სავარაუდოდ, არაკვალიფიციური კადრებით აპირებს, რაც არასწორია და ბენეფიციარებს ზიანს მოუტანს.
“ჯანდაცვის სამინისტროსაგან ჩვენ ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ. მოთხოვნებს ვუყენებთ ახლა უკვე მთავრობას. აპირებენ არაკვალიფიციური კადრების მოყვანას, რომელთაც არ იციან როგორ ამოიცნონ ძალადობის მსხვერპლნი და მოახდინონ რეაგირება სათანადო სიტუაციებში. პასუხისმგებლობები ყოველ დღე გვემატება, თუმცა უცვლელია ხელფასი,”-აცხადებს მზევინარ ღაჭავა.
იმერეთში მომუშავე სოციალურმა მუშაკებმა საპროტესტო აქცია 25 მარტსაც გამართეს. ისინი აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავენ.