კომპანიამ  Clean Energy Group Georgia-მ ნამახვანჰესის მშენებლობის პროცესი შეაჩერა.

როგორც რადიო “ძველ ქალაქს” კომპანიაში განუცხადეს სამუშაოები დროებით შეჩერდა და პროექტის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. შეწყდება თუ არა ნამახვანჰესის კასკადების მშენებლობა საბოლოოდ ჯერჯერობით უცნობია.

“კომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და არც ვგეგმავთ. ჯერჯერობით პროცესი გრძელდება. სანამ ხელი მოეწერება მთავრობასთან ხელშეკრულებას, კომპანიამ ნებით ის საქმიანობა შეაჩერა რასაც ეწეოდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩვენი შემდგომი აქტივობები.”- აცხადებენ Clean Energy Group Georgia-ში.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის ინფორმაციით, კომპანიამ სამუშაოები ერთ კვირაზე მეტია შეაჩერა. ადგილიდან გაიყვანა ტექნიკა, გაუშვა თანამშრომელბი და დახურა ქუთაისში მდებარე ოფისიც.

“ტექნიკა გაიტანეს და თანამშრომლებიც გაუშვეს” – ადგილობრივები ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებაზე საუბრობენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *