,,იმერეთის რეგიონს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და მნიშვნელოვანია
ეს მიმართულება, სწორად იქნას გამოყენებული რეგიონში ტურისტული განვითარების თვალსაზრისით.”- ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ წყალტუბოსა და ხონში ტურისტული ობიექტების მონახულების შემდეგ განაცხადა.
შავლეგო ტაბატაძე სათაფლიის ნაკრძალის, პრომეთესა და საწურბლიას მღვიმეების, გორდში ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ვიზიტორთა ცენტრის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია, რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტულ სეზონს აღნიშნული ობიექტები.
,,იმერეთის რეგიონს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, სწორად იქნას გამოყენებული რეგიონში ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დაინტერესებულ ვიზიტორებს უნდა შევთავაზოთ მაღალი დონის მომსახურება და კომფორტული გარემო.
2019 წელს რეგიონში იგეგმება გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი მიმართულება დაემატება პირველი აგვისტოდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას რეგიონში. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზოთ საინტერესო ტურისტული მარშუტები და შესაბამისი გარემო.” – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე აპირებს რეგიონის მასშტაბით დაათვალიეროს ტურისტული ობიექტები.