რიონის ხეობის მოსახლეობა “ნამახვანჰესის” მშენებლობის შეჩერებაზე საუბრობს.
არსებული ინფორმაციით, კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა მუშაობა შეწყვიტა.
“სიტყვიერად ვიცით, რომ კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა. ერთი კვირაა აქ არ არიან. დახურეს ცენტრები. ქუთაისში ნაქირავები ჰქონდათ ოფისი სადაც იკრიბებოდნენ და ვიცით, რომ ისიც დაცალეს. რაც ტექნიკა იყო ისიც გაიტანეს. მხოლოდ ვაგონებია დარჩენილი. თანამშრომლებიც გაუშვეს. როგორც ვიცით მთავრობისგან შეჩერდა და ბანკმაც დაფინანსებაზე უარი უთხრათ”.- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის თანადამფუძნებელმა მარიტა მუსელიანმა.
ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს ჯერ ადგილობრივებს არ უნახავთ. მარტია მუსელიანის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა ახლა სახელმწიფოსგან ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნებას ელოდება.
ფოტო:sputnik-georgia