“დროის ბანკი”- ეს არის პროექტი მოხალისეობრივი კულტურის განვითარებისათვის.
პროექტის მთავარი იდეაა გაცვალო უნარები, დაეხმარო სხვას და სანაცვლოდ მიიღო დროის კრედიტები.
როგორც განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი, “დროის ბანკის” ექსპერტი, მაკა ჩინიჯიშვილი ამბობს, მოხალისეობრივი სერვისით საქართველოს მასშტაბით 1300-მდე ადამიანი სარგებლობს.
“დროის ბანკის” მთავარი პრინციპია ის, რომ ადამიანები თავიანთ მოხალისეობრივ საქმიანობას ასრულებენ დროის სანაცვლოდ. მათ შეუძლიათ, რომ სანაცვლოდ მიღებული დრო თავიანთი საჭიროებების მიხედვით დახარჯონ, თავად შეასრულონ სხვადასხვა ტიპის სამუშაო და ანალოგიურად, მიიღონ მსგავსი ტიპის დახმარება,”-ამბობს მაკა ჩინიჯიშვილი.
“დროის ბანკს” ქართულ ენაზე ადაპტირებული ვებ-გვერდი timerepublic.com აქვს. გვერდზე საკუთარი პროფილისა და ე.წ ონლაინ რეზიუმეს შექმნაა შესაძლებელი. მოხალისეობრივი პროექტი სოციალური კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობასაც იძლევა, ქსელი ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს აერთიანებს.
“დროის ბანკი” ამერიკული მოდელია, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა.