უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის შემთხვევებმა იკლო. – ამის შესახებ ქუთაისში

“განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ პირველ  საჯარო დისკუსიაზე  განაცხადეს. დისკუსიის  თემა კი მომატებული მიგრაცია და გამომწვევი მიზეზები იყო, რომელსაც სპეციალურად მიწვეული სპიკერის რანგში ნუგზარ კოხრეიძე უძღვებოდა. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები გაიზარდა.

“ვიზალიბერალიზაციის შემოღების შემდეგ იკლო უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევამ. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ამ კონკრეტულ ინსტრუმენტს იყენებს ადეკვატურად. გერმანია აგრძელებს დეპორტაციის პროცესს ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც დარღვევებით შედიან გერმანიის ტერიტორიაზე. თუმცა, საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ვიზალიბერალიზაციამ გაამართლა. ტენდენცია არის, რომ გაიზარდა შესაძლებლობები საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების. მაგალითად ესტონეთში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებმა შემოიღეს შრომითი ვიზის გარეშე გარკვეული პერიოდი განმავლობაშ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული წესით შრომითი ხელშეკრულების მიღება. საკმაოდ გამოსწორებულა ვითარება თურქეთთან მიმართებაში,სადაც უფრო მეტმა მოქალაქემ მიმართა შრომითი ვიზის აღებას და ეს გვაძლევს საშუალებას მეტად იყვენენ დაცულები. ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ შეიქმნას ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის და მოხდეს შრომითი მიგრაციის ხელშეწყობა.”- განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

დისკუსიაზე ასევე პრობლემად კვალიფიციური მუშა ხელის ნაკლებობა დასახელდა. ხშირ შემთხვევაში როდესაც ევროპის რომელიმე ქვეყანაში შემდუღებლის, მშენებლის, ინჟინერის ან სხვა პროფესიის მცოდნე სჭირდებათ, პრობლემას აღნიშნული პროფესიების დიპლომირებული წარმომადგენლების ნაკლებობა წარმოადგენს. პროფესიული განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვან საკითხად რჩება როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ კადრების დასაქმების კუთხით.

“განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი” საჯარო დისკუსიების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს. ორგანიზაცია თვეში ერთხელ საზოგადოებას შესთავაზებს თემებს, რომლებსაც სპეციალურად მიწვეული სპიკერები წარუძღვებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *