შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოში ყაჩაღობის ბრალდებით
2 არასრულწლოვანი დააკავა. ისინი ორ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრნენ და გამყიდველებს დანის მუქარით ფული მოსთხოვეს, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და ნიღბები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.