მესხიშვილის თეატრში პრემიერია გაიმართება. მაყურებელი საბავშვო ზღაპარს “წუნა და წრუწუნა” იხილავს.
სპექტაკლები 2 და 3 მარტს, 17:00 საათზე ჩატარდება.
რეჟისორი ინგა მესხორაძეა, მუსიკალური გაფორმება გრიგოლ ჩიქოვანს ეკუთვნის, ხოლო ქორეოგრაფები ლია მიროტაძე და გიორგი ქართველიშვილი არიან. სპექტაკლი ავქსენტი ცაგარელის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგმება.
“წუნა და წრუწუნა” მესხიშვილის თეატრისა და საბავშვო თეატრალური სტუდიის ერთობლივი ნამუშევარია.
ბილეთები თეატრის სალაროსა და ბილეთები.ჯი-ზე იყიდება.