ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია ჭიანურდება.

სამუშაოები შემსრულებელ კომპანიას 26 თებერვალს უნდა ჩაებარებინა, თუმცა, ადგილზე ამ ეტაპზე ადგილზე მხოლოდ საწყისი, მოსამზადებელი სამუშაოებია განხროციელებული.

ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის მხრიდან რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ აქვს და სამუშაოების გაჭიანურება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ბრალია.

“ამ ეტაპზე რაც შეიძლება გითხრათ არის ის, რომ შემსრულებელ კომპანიას პრობლემები შეექმნა. მუნიციპალიტეტში საკითხზე მსჯელობა ყოველ დღე მიმდინარეობს. კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი,”-აცახდებენ მერიაში.

ამ ეტაპზე შპს ,,ნიკარემსტროი” არ დაჯარიმებულა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ტერიტორიაზე განთავსდება შადრევანი, სხვადასხვა სკულპტურა. იგეგმება ადგილის გამწვანებაც. ასევე, ადგილზე მოეწყობა განათება, მოსასვენებელი ადგილები და საპარკინგე სივრცე. როგორც ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, გარემო შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება.


ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *