ქუთაისში 5 ლოკაციაზე სამგზავრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანერები განთავსდა.
მათზე დატანილია წარწერები:”სიჩქარე კლავს, იარე ნელა”, “გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე”.
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ავტოავარიები 6%- ით გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა – 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. 2018 წელს დაიღუპა 21 მოზარდი (16 წლამდე), მათ შორის 8 ქვეითი, ხოლო დაშავდა 1012 მოზარდი, მათ შორის 343 ქვეითი.