ქუთაისში სტიქიამ “მწვანეყვავილას” უბანი დააზარალა. “რიონჰესის” დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, წაიქცა რამდენიმე ხე
და საავტომობილო გზა ჩახერგა. ასევე, სტიქიამ ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.
“ყველა შესაბამის სამსახურს დაუყონებლივ მივეცით დავალება და სტიქიის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოვახერხეთ. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოსახლეობას არ შექმნია გადაადგილების პრობლემა. დილიდან კი “სოკარ ჯორჯია” დაზიანებულ მილებს აღადგენს,” – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.