ქუთაისში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. დაკავებულია 1 პირი.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას “ტე-ტეს” მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: იმერეთის, რაჭა ლეჩხუმის და ქვემო-სვანეთის პოლიცია