ქუთაისის აეროპორტმა გასული წლის ყველაზე პოპულარული მიმართულებები დაასახელა.
ქუთაისიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს შორის პირველი ვილნიუსი დასახელდა. შემდეგია ვარშავა, დორტმუნდი/კატოვიცე, ბერლინი, მემინგემი.
შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო. ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს ექნება 7 გასასვლელი და საათში 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე