ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში ზოია გოჩელაშვილს ლეკვები შიმშილით დაუხოცეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ავრცელებს. მოქალაქე ზოია ქოჩელაშვილი ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის ლაშა ციბაძის და სხვა პირების მიმართ სამართელბრივ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ცხოველთა დაცვის ფედერაციის ინფორმაციით, ქუთაისის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ზოია გოჩელაშვილის მიერ მიკედლებული ლეკვები შიმშილით დაიხოცნენ, დედა ძაღლი კი შიმშილისაგან იმდენად მძიმე კახექსიურ(დასუსტებულ) მდგომარეობაში დაუბრუნეს, რომ მისთვის სტერილიზაციის გაკეთება ვეტერინარმა არამიზანშეწონილად ჩათვალა.
,,მოგახსენებთ, რომ მიკედლებული მყავს ჩემს საცხოვრებელ მისამართზე ძუ ძაღლი, რომელიც შევიფარე ქუჩიდან, ვმფარველობ, ვკვებავ და ვუვლი. დეკემბრის თვეში ძაღლს ეყოლა 9 (ცხრა) ლეკვი. ვინაიდან მე არ მქონდა საშუალება ლეკვების გაზრდა და შემოდგომი მოვლა-პატრონობის, მე დავუკავშირდი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს და ვთხოვე, რომ თუ საშუალება ექნებოდათ გადაეყვანათ დედა ძაღლი თავისი ლეკვებით ცხოველთა თავშესაფარში და განეხორციელებიათ შემდგომი მოვლა-პატრონობა. ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები დამპირდნენ, რომ ყველა ლეკვი იქნებოდა დაბინავებული ახალ მეპატრონეებთან. ხოლო ლეკვების გაჩუქებამდე დედა ძაღლი თავისი ლეკვებით მოვლა-პატრონობის მიზნით გადაიყვანეს ცხოველთა თავშესაფარში რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე N53 შემდგომ ამისა რამოდენიმეჯერ ვიყავი მისული თავშესაფარში და მიტანილი მქონდა საკვები დედა ძაღლისათვის და ლეკვებისათვის როგორც დედა ძაღლი და ასევე ლეკვები იყვნენ მშიერი. საკვებ ჯამზე იყო მოთავსებული ჩემთვის გაურკვეველი მასა სავარაუდოდ იყო საკვები რომელსაც ძაღლი არ ჭამდა და ჩემი მიტანილი საკვები კი არ ეყო. რამოდენიმეჯერ ჩემი მისვლის დროს დამხვდა მკვდარი ლეკვი. დეკემბრის ბოლოს როცა მივედი ძაღლის წამოსაყვანად არც ერთი ლეკვი არ დამხვდა ხოლო დედა ძაღლი იყო დასუსტებული. რადგანაც თავშესაფარს ევალებოდა ძუ ძაღლის სტერილიზაცია მე ვთხოვე გაეკეთებინათ მისთვის სტერილიზაცია თუმცა ვეტ-ექიმმა განმიცხადა, რომ ძაღლი იმდენად დასუსტებულია ოპერაციას ვერ გადაიტანსო. თავშესაფრის წარმომადგენელმა მითხრა, რომ თითქოს ლეკვები იყო გაჩუქებული, თუმცა ვერ დამისახელა ვისზე მოხდა ლეკვების გასხვისება, ჩემი ვარაუდით ყველა ლეკვი დაიხოცა მოუვლელობით და შიმშილით. მოვითხოვ სამართლიან რეაგირებას.” – წერია მოქალაქის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ავრცელებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე