ხარაგაულში, საღანძილეში მეხანძრე – მაშველებმა ორმოში ჩავარდილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოთხფეხა მეგობარი ბეტონის ფილებს შორის იყო მოყოლილი და ამოსვლას ვერ ახერხებდა. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *