ქუთაისში, “ავანგარდის” დასახლებაში, სკვერის მოწყობისათვის
დაახლოებით 400 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ავანგარდის” დასახლებაში წლებია არაფერი გაკეთებულა და თანხები ყველა მიმართულებით უნდა გადანაწილდეს.
“ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, სასაფლაოს შეღობვა. ითხოვდნენ ბეტონით გამოყოფას, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ ეს გამწვანებით გაგვეკეთებინა. შედეგი გაზაფხულზე უნდა მივიღოთ. ვიზულაურად ეს ლამაზი იქნება. ასევე ავანგარდში გვინდა სკვერი გავაკეთოთ. დააახლოებით 400 ათასი ლარის ღირებულების იქნება. ჩვენ შარშან 300 ძირი მუხა დავრგეთ, ახლა გავაკეთებთ სკვერს.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.