“ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტოსთან. წელს ვგეგმავთ გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვას.” – ამის შესახებ ქუთაისის მერმა რადიო “ძველი ქალაქის” პირდაპირ ეთერში ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, პროექტის ფარგლებში სახლების ფასადების რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს.
“ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. წელს ვგეგმავთ გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვას. ეს არის ქალაქის ისტორიული ცენტრი, რომელიც უნდა განვითარდეს, აუცილებელია მისი რეაბილიტაცია. ჩვენ ვთვლით რომ ქალაქი უნდა განვითარდეს ტურისტული მიმართულებითაც, ამიტომ ამ დანაპირებსაც ვასრულებთ. ძალიან მალე შევუკვეთავთ გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტს და შემდეგ უკვე ვიზრუნებთ მის სრულ რეაბილიტაციაზე. ვთვლით რომ ეტაპობრივად თანხები სწორად უნდა გავანაწილოთ ყველა მიმართულებით, რადგან მოგეხსენებათ რომ ქუთაისის ბიუჯეტი უკვე მზარდია, მაგრამ მაინც არ არის ქალაქისთვის საკმარისი. როცა გაპონოვის ქუჩაზე ვსაუბრობთ, აქ არის საუბარი სახლების ფასადების აღდგენაზეც.
ასე უნდა გავავაგრძელოთ რომ საბოლოო ჯამში ქუჩების სრული რეაბილიტაცია მოხდეს.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ, რადიო “ძველი ქალაქის” გადაცემაში “მთელი დღე”.
გადაცემის ჩანაწერი.