ქუთაისში არსებული ტანსაცმლის საწარმო “ემჯიემტექსი” H&M-ის ოფიციალური მომწოდებელი გახდა.
“ემჯიემტექსი” ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართულია ექსპორტზე.
საწარმო “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით გაიხსნა.
“ქართულმა კომპანიამ ბრენდის “H&M” მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო და დღეიდან ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს იმას რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M”-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება,”-აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს “ემჯიემტექს”, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარს შეადგენს.