წყალტუბო-ქუთაისის გზაზე სიჩარის შემზღუდველი ბარიები,
სიჩქარის მზომი რადარი ან ვიდეო კამერა დამონტაჟდება. ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. საჭირო ზომების მიღების მიზნით საინიციატოვო ჯგუფმა საგზაო დეპარტამენტს 16 იანვარს მიმართა.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მთლიან მონაკვეთზე, მათ შორის ქუთაისი-წყალტუბოს მონაკვეთზე ზონის მიმდინარე შეკეთების(მოვლა-შენახვის) და პერიოდული შეკეთების კონტრაქტორ ორგანიზაციას დაევალა საზგაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საგზაო ნიშნების, გვერდულზე დასაყენებელი ბოძკინტების, ჰორიზონტალურ მონიშვნის (ხელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომისთანავე, რომლის განახლების სამუშაოები ხორციელდება ყოველწლიოურად) და სხვა საზგაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების განახლება და მოწყობა.
ასევე ეთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ქუთაისი-წყალტუბოს მონაკვეთზე განათავსონ ავტომატიზირებული სიჩარის მზომი ხელსაწყო(რადარი) ან სექციური ვიდეო კამერა.” – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საინიციატივო ჯგუფისათვის გაგზავნილ წერილში.
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ბოლო შემთხვევა 14 იანვარს მოხდა, რა დროსაც სამი ახალგაზრდა დაიღუპა.