ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით,

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულება ბერლინია. გასული წლის მონაცემებით, პირდაპირი ავიარეისების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი მგზავრთნაკადი ბერლინზე დაფიქსირდა. აღნიშნული მარშრუტით 2018 წელს სულ 47 ათას 270 მგზავრმა ისარგებლა. ბერლინის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მილანია. აღნიშნული მარშრუტით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით სულ 44 ათას 249 მგზავრმა ისარგებლა. მესამე პოზიციაზეა ბუდაპეშტი. ქუთაისი-ბუდაპეშტის მარშრუტით 2018 წელს 40 ათას 999 მგზავრი გადაადგილდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *