პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო
(ფაზა III)” ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის “სუფთა რეგიონი” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. ნომინაციაში “სუფთა სოფლის/თემი” ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელმა პირველმა ობჩამ ნომინაციაში პირველი ადგილი მოიპოვა.
კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
ფოტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია