25 იანვარს 19:00 საათზე ქუთაისის ამერიკული
კუთხეს ლევან ღამბაშიძე ეწვევა. შეხვედრის თემაა ,,კრიტიკული აზროვნება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა”. დასწრება თავისუფალია. შეხვედრა ხორციელდება ქუთაისის ამერიკული კუთხის პროგრამის ,,აქტუალური თემების” ფარგლებში.
ქუთაისის ამერიკული კუთხე აქტიურად ახორციელებს მსგავსი ტიპის საჯარო შეხვედრებს, რომელიც ძირითადად კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, ლევან ღამბაშიძის ლექციას სწორად ამერიკულმა კუთხემ უმასპინძლოს, ვეპატიჟებით ყველა დაინტერესებულ პირს და ვპირდებით ნაყოფიერ და საინტერესო შეხვედრას”.- ამბობს ქუთაისის ამერიკული კუთხის კოორდინატორი ჟანა ერიქაშვილი.