გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2018 წელს, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაბინძურების კუთხით, 2018 წელს გამოვლინდა: მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – 153 ფაქტი; სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – 154 ფაქტი; შლამისებრი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება – 36 ფაქტი; ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – 17 ფაქტი; მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – 107 ფაქტი; სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა -37 ფაქტი.
“გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად, დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით, 24 საათიან პატრულირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი, შემდეგი ტიპის სანქციებს ითვალისწინებს,”-აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.