ქუთაისში აქცია-მსვლელობა “დაარეგულირე სიცოცხლისათვის” მოეწყობა.

აქციის მონაწილეები ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერებისა და მარეგულირებელი ნიშნების მოწყობას მოითხოვენ.

“ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ქუთაისიდან 5 კმ-ის მანძილზე), 2019 წლის 14 იანვარს საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც სამი ახალგაზრდა ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე, გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია ემსხვერპლა. აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი დასრულდა ფატალურად, თუმცა, საზოგადოების ინერტული დამოკიდებულების გამო რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არც ერთი ნიშანი,”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა 16 იანვარს, 12:00 საათზე, ქუთაისის ყინულის მოედნიდან დაიწყება და უბედური შემთხვევის ადგილას დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *