12 იანვრიდან ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ” უფასო გახდება.
ხვალიდან მედიკამენტს უფასოდ არა მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი პირები, არამედ ყველა მოქალაქე მიიღებს. გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გამოაცხადა.
მედიკამენტის გაცემის პროცესში ჩაერთვებიან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც. ექიმს საშუალება ექნება, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, თავად გასცეს მედიკამენტი. ასევე, აფთიაქებიდან მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის მედიკამენტი “ტამიფლუ” უფასოდ, ფორმა 100-ის ან რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.