ქუთაისში ე.წ “ღორის გრიპით” მამაკაცი გარდაიცვალა.
პაციენტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა მკურნალობას. ფაქტს ადასტურებენ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
“დაგვიანებული მომართვიანობა იყო. განვითარებული იყო ფილტვის მწვავე უკმარისობა, რომელმაც შემდგომ პოლიორგანული უკმარისობა გამოიწვია. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობდა იმუნური და საერთაშორისო გაიდლაინის დაცვით. მის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. დადასტურებულია, რომ პაციენტი H1N1-ით გარდაიცვალა,”-განაცხადეს ევექსის კლინიკების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
საქართველოს მასშტაბით “ღორის გრიპით” 15 ადამიანი გარდაიცვალა.