ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების კონკურსი დასრულდა.
მოქალაქეებმა არჩევანი შერჩეულ სამ საუკეთესო ინიციატივას შორის გააკეთეს. ისინი ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას ითხოვენ.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი იდეები პროექტის სახით ელექტრონულად საიტზე განეთავსებინათ. 29 წარდგენილი პროექტიდან ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ 3 საუკეთესო შეარჩია. მოქალაქეებს არჩევანი სამ ინიციატივას შორის: ქუთაისის კულტურული დაწესებულებების ადაპტირება, ამფითეატრი, საზოგადოებრივი საპირფარეშოები გააკეთეს.