წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მის საკუთრებაში
არსებულ საკრებულოს ყოფილ შენობას ყიდის. შენობა ელექტორნულ აუქციონზეა გატანილი და საწყისი ფასი მილიონ 107 ათას ლარს შეადგენს. როგორც სააუქციონო დოკუმენტაციაში აღნიშნული, შენობაში შესაძლოა განთავსდეს სასტუმრო, რესტორანი, კაზინო, გასართობი ცენტრი ან საცხოვრებლი კორპუსი.
“არაუმეტეს 30 თვის ვადაში განხორცილდეს უძრავი ქონების მშენებლობა/რეაბილიტაცია (სადაც შესაძლებელია განთავსდეს სასტუმრო, ან/და რესტორანი, ან/და გასართობი ცენტრი ან/და კაზინო ან/და საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა, ფუნქციონირების დაწყება და ეზოს კეთილმოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) გადაცემული უძრავი ქონების შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას იმ მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, რომლითაც ხორციელდება პროექტირება და მშენებლობა). გამწვანების ინტესივობა და ავტომობილების სადგომისათვის განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა იყოს მიწის ნაკვეთის საერთო ფართის 30 % ნაკლები. ასევე, არაუმეტეს 30 თვის ვადაში საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით განხორციელდეს არანაკლებ მილიონ ნახევარი ლარის ოდენობის ინვესტიცია. აღნიშნული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში საინვესტიციო ვალდებულების 10 % ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.” – წერია დოკუმენტაციაში.
აუქციონი 26 დეკმებერს დაიწყო და 11 იანვარს უნდა დასრულდეს.