სემეკი დღეს საჯარო სხდომაზე შპს “ყაზტრანსგაზ თბილისისთვის”,
შპს “სოკარ ჯორჯია გაზისთვის” და სს “საქორგგაზისთვის” ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენის შესახებ იმსჯელებს. კომპანიებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის გაზრდის მოთხოვნით ჯერ კიდევ ივლისში მიმართეს.
“სატარიფო საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება განპირობებული იყო იმით, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად, მათ ტარიფები უნდა დაუდგინდეთ მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის.”- აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში.
თუ სემეკი კომპანიების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მომხმარებლებს გაზრდილი გადასახადის გადახდა იანვრიდან მოუწევთ.