ქუთაისში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ქუთაისის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ.
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, დაზარალებულების გადაყვანა ადგილიდან დღესვე მოხდება და თვითმმართველობა მათ ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფს.
“უკვე დაწყებულია სულადობის დათვლა. ადგილზე მოხდება სიტუაციის შესწავლა და გადაწყდება მათი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი”,-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.