ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული ოთახი (15 კვ,მ.) და სასხვენო გადახურვის ნაწილი (200 კვ.მ.) დაიწვა.
“მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხერხდა, რის გამოც შენობა მთლიანად დაწვას გადაურჩა. ბინიდან უვნებლად იქნა გამოყვანილი 75 წლის ქალბატონი. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,”-აცხადებენ უწყებაში.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური