ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი დაიწყო.

 

როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქში ამ დროისათვის უკვე განთავსებულია ძველი საახალწლო მორთულობა, 20 დეკემბრიდან კი დამატებითი განათების განთავსება მოხდება. ახალ განათებაში ზესტაფონის მერია 21 000 ლარს გადაიხდის.

რაც შეეხება საახალწლო ნაძვის ხეს, მისი აწყობა უკვე დაიწყო, თუმცა, წელს ის შეცვლილ ადგილზე განთავსდება. ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის გამო, ნაძვი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში დაიდგმება.

31 დეკემბერს ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება, რომლის შესახებაც დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *