ქუთაისში პარკირების ადგილები შემოწმდება.
ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსი გიორგი გიორგობიანი ამბობს, პარკირების ადგილების მარკირება თავიდან უნდა მოხდეს.
“ადგილები, სადაც არ ხდება დატვირთვა, ჩემი აზრით “პარკინგსერვისს” ჩადებული აქვს ზედმეტად. უნდა მოინიშნოს ის ადგილები, რომლებსაც მოქალაქეები იყენებენ. ადგილები, რომლებიც არ გამოიყნება, მისი იჯარის გადახდა არ უნდა ხდებოდეს. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენია ასეთი ადგილი. თავიდან უნდა მოხდეს მარკირება, დახაზვა. ადგილები, რომლებსაც იყენებენ მოქალაქეები დარჩება “პარკინგსერვისის” განკარგულებაში, ხოლო რომლებსაც არ იყენებენ ამოვა ბაზიდან და მერია გააგრძელებს მის გამოყენებას სხვადასხვა მიმართულებით”- განცხადა გიორგი გიორგობიანმა.