ქუთაისში საახალწლო განათების მონტაჟი დაიწყო.
სამუშაოებს ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი” ახორციელებს. ამჟამად საახალწლო მორთულობა რუსთაველის ქუჩაზე მონტაჟდება.
ქალაქში არსებულ 8 უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები განთავსდება. დაიდგმება ცენტრალური ნაძვის ხე მესხიშვილის თეატრის წინ. საახალწლო სამზადისისათვის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება.
წელს ფოიერვერკების შესაძენად 16 ათას 408 ლარი გამოიყო. ქუთაისის მერიამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა. ფოიერვერკს 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიების შემდეგ გაუშვებენ. “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს შეთანხმებულ დროს და ადგილას, სადღესასწაულო ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება. ასევე ვალდებულია, სადღესასწაულო ფეიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე და მესამე პირისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.