ქუთაისში საახალწლო განათების მონტაჟი დღეიდან დაიწყება.
ქალაქში არსებულ 8 უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები განთავსდება. დაიდგმება ცენტრალური ნაძვის ხე მესხიშვილის თეატრის წინ. საახალწლო სამზადისისათვის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება.
“დღეიდან იწყება საახალწლო მორთულობის მოწყობა. ქალაქში არსებულ 8 უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები განთავსდება. დაიდგმება ცენტრალური ნაძვის ხეც. განახლდება ძველი აქსესუარებიც. მზადდება ახალი ელემენტები. ნაძვის ხეები დაიდგმება მესხიშვილის თეატრის წინ და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში. 100 000 ლარი დაიხარჯება მორთულობის შეძენაზე,”-განაცხადა ა(ა)იპ “ქუთგანათების” სერვისის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაძემ.
წელს ფოიერვერკების შესაძენად 16 ათას 408 ლარი გამოიყო. ქუთაისის მერიამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა. ფოიერვერკს 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიების შემდეგ გაუშვებენ. “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს შეთანხმებულ დროს და ადგილას, სადღესასწაულო ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება. ასევე ვალდებულია, სადღესასწაულო ფეიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე და მესამე პირისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.