გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში,
ხოლო 12-13 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.