ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მდებარე სკვერში
სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. ადგილზე საინფორმაციო დაფა უკვე განთავსებულია. სააპელაციო სასამართლოსთან არსებული 2 000 კვ.მ მიწის ფართობის 450 000 ლარად გაყიდვაზე შოთა მურღულიას მერობის დროს საუბრობდნენ. ტერიტორია 2017 წლის 1 იანვარს კი 57 ათას 800 ლარად გასხვისდა. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის 20 იანვრიდან დაიწყება და 2021 წლის 20 იანვარს დასრულებული უნდა იყოს. დამკვეთი შ.პ.ს “ახალი დეველოპმენტია”. კომპანია შ.პ.ს “109 გრადუსის” დახმარებით სასტუმროს ააშენებს.
მშენებლობას შესაძლოა ნაძვი შეეწიროს. სამშენებლო ადგილას ხე მონიშნულია.
სკვერში მშენებლობა გასულ წლებში მოსახლეობამ გააპროტესტა. როგორც ისინი აცხადებდნენ, ეს ამ ქუჩაზე ერთადერთი ადგილია, სადაც საღამოობით გასვლა და ბავშვების გასეირნება შეუძლიათ.
რადიო “ძველი ქალაქი” მშენებლობის დამკვეთს და პროექტის ავტორთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მათ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.