პოლონელი მესაზღრეების მიერ საშიშ პიროვნებად
მიჩნეული ნუგზარ კოხრეიძე საქართველოში ბრუნდება. კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელი პოლონეთის აეროპორტში 8 დეკემბერს გააჩერეს და ქვეყანში შესვლის უფლება არ მისცეს. განუმარტეს, რომ ის საშიში პირების სიაშია იყო და ან საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო ან დეპორტაცია დაემუქრებოდა. კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელმა სამშობლოში დაბრუნება აირჩია, თუმცა პოლონური მხარისგან განმარტებებს ელოდება, თუ რატომ იყო ის ქვეყნისთვის საშიში და შესაძლოა თუ არა, რომ ქვეყანში შესვლის უფლება სამომავლოდაც აეკრძალოს.
აეროპორტში მივიდა ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე. ის ნუგზარ კოხრეიძეს შეხვდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო. კოხრეიძე ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, იმერეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელია.
საქართველოს მოქალაქისა და საერთაშორისო კლიმატური მოძრაობის წარმომადგენლის პოლონეთის აეროპორტში დაყოვნება მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოქეცა.
გარდა ნუგზარ კოხერიძისა პოლონეთში კიდევ 11 სამოქალაქო ატივისტი არ შეუშვეს. ისინი კლიმატის ფორუმზე დასწრებას აპირებდნენ.