“ქუთაისში, დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება”-აცხადებენ
ქუთაისის მერიაში. მათივე ინფორმაციით, უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სანიაღვრე ქსელი. უახლოეს ხანში დაიწყება ასფალტის საფარის დაგებაც.
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. მისი განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პარალელურად, ადგილზე მუშაობს წყალმომარაგების კომპანია.
,,დუმბაძის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია ,დაგი +” ახორციელებს. პროექტი 1მლ 70 000 ლარის ღირებულებისაა. პარალელურ რეჟიმი მუშაობს ადგილზე წყალმომარაგების კომპანია, რათა დროულად მოხდეს წყლის მილების მონტაჟი და გზის საფარის დაგება. ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ სამუშაოების ვადებსა და ხარისხს. ასევე, მიმდინარეობს იაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაციაც,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.