საქველმოქმედო აქციაში “გააზიარე სითბო” ჩართვის მიზნით

კარადა ზესტაფონშიც დადგეს. 

“ვუერთდებით აქციას “გააზიარე სითბო”. ზესტაფონში, აღმაშენებლის 51 ნომერში დავდგით კარადა და გვინდა, რომ მასში არა მხოლოდ ტანისამოსი, არამედ საკვები პროდუქტებიც განთავსდეს. ვისაც არ აქვს აიღებს, ხოლო ვისაც შესაძლებლობა აქვს ნივთებსა და პროდუქტებს დადებს,”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით “გააზიარე სითბო” თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში ხის კარადა დადგა და სოციალურად დაუცველებისთვის თბილ ტანსაცმელთან ერთად სურსათიც დატოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *