10 დეკემბერს ქუთაისის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდება.
ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყლის მიწოდება შეიზღუდება 10 დეკემბრის 16:00 სთ-დან, 12 დეკემბრის 07:00 სთ-მდე. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წყლის მიწოდება ტექნიკური სამუშაოების გამო იზღუდება.