ქუთაისში გენდერული თანასწორობის
საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში სემინარების ციკლი დაასრულა. ბოლო შეხვედრა საბჭომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში გამართა.
სემინარების ციკლით საბჭოს მიზანი იყო კამპანიის ფარგლებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. კერძოდ კი ახალგარზდებში ინფორმაციის დონის ზრდა გენდერისა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შესახებ. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი სენგელიას თქმით სემინარების ციკლით საბჭომ შეასრულა 2018 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი.
“ეს პროცესი გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაში და უფრო და უფრო მეტ სიახლეს, აქტივობას, ღონისიძიებას შევთავაზებთ ადგილობრივებს. ცნობიერების დონის გაზრდა დროში გაწელილი პროცესია, ეს არის გრძელვადიანი მიზანი, რომელზე მუშაობაც მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს. დღევანდელი მოცემულობით შემიძლია ვთქვა, რომ კარგად დაიწყო საბჭოს მუშაობა და მომავალში კიდევ უფრო მეტად აქტიურად და შედეგზე ორიენტირებულად იმუშავებს. მჯერა საბჭო თავის მიზანს მიაღწევს და ეს იქნება ყველასთვის კარგად ხილვადი” – ამბობს ირაკლი შენგელია, საბჭოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი.
სემინარები საბჭოს წევრი ორგანიზაციების ბაზაზე გაიმართა. RICDOG, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფონდი “სოხუმი” და საია – ეს ის ორგანიზაციებია, რომლებმაც უმასპინძლეს სემინარებს. ჯამში 200-მდე ახალგაზრდას მიაწოდეს ინფრომაცია გენდერსა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტზე.
შეგახსენებთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ სემინარების ციკლი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში 25 ნოემბერს დაიწყო. წლის ბოლომდე გენდერული თანასწორობის საბჭო ცნობიერების გაზრდის თვალსაზრისით ადგილობრივებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზება იგეგმება.