პროექტი, რომელიც ოთხი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, ჰაუსმასტერების გადამზადებას ითვალისწინებდა.
“ჩემი სახლის მმართველი-ჩემი მომავლის მმართველი” სამმა ორგანიზაციამ განახორციელა. ესენია; “ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში (გერმანია), “განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი”, ” საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი” (საქართველო) პროექტის ფარგლებში შეირჩა 30-მდე ახალგაზრდა, რომელბმაც გაიარეს გადამზადება და ჰაუსმასტერის პრიფესიას დაეუფლნენ. გადაცემის სტუმრები იყვნენ პროექტში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგებლები: იოჰან შტრეზე, ლიკა კილაძე და პროგრამის მონაწილე მათე ჩაფიჩაძე.