ქუთაისში, ნიკეასა და ლომოურის
ქუჩების კვეთაზე ახალი შუქნიშანი მოეწყო. შუქნიშნები ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისმა” განათავსა, რომელიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
“,,ქუთგანათების სერვისის” მიერ ანძების, კრონშტეინის, შუქნიშნის, ათვლის ტაიმერის ტაბლოსა და დამატებითი სექციის დამონტაჟება განხორციელდა. შუქნიშანი, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ მოხვევის დამატებითი სექციით იქნება მოწყობილი, მოაწესრიგებს გზაჯვარედინს და სავალი ნაწილების გადაკვეთას. მსგავსი ტიპის შუქნიშანი ნიკეასა და ლომოურის ქუჩების გზაჯვარედინზე პირველად მოეწყო.” წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო: ა(ა)იპ ,ქუთგანათების სერვისი