ვანში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სახლის გადასახურ მასალებს დაურიგებენ.
გადასახური მასალების დარიგება დღეს დაიწყო და ხვალ, დღის ბოლომდე დაზარალებული ოჯახები მიიღებენ სახლის სახურავების აღსადგენად საჭირო მასალებს.
რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა ვანის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა, წაქცეული იყო ხეები და ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის დიდ ნაწილს.
“მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბის სწრაფი რეაგირების შედეგად, სტიქიის პირველივე დღიდან დაიწყო ქუჩების გაწმენდა წაქცეული ხეებისგან, მეორე დღიდან კი სრულად იქნა აღდგენილი მთელ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება,”-აცხადებენ ვანის მერიაში.
სტიქიის შედეგად ვანში სახურავი 17-მდე სახლს დაუზიანდა.