ქვეყნის მასშტაბით, ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო.
ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით 240 სინჯის აღება მოხდება.
“შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში,”- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.